Sunday, February 19, 2012

რა გინდა?

-მაგას შენ რაც გჭირს, მარაზმი ჰქვია და არ ვარგა რომ გჭირს.
-ისა და,,,აბა როგორ ვქნა,,,რითი გავიფერადო სული?
-როგორც ადრე: მეგობრებით.
-მათ მარტო თავისი სულებისთვის საკმარისი ფერადოვნება აქვთ.
-რომელმა შემოგჩივლა შავთეთრობა?
-მოკლედ, მეზარება რა,,,მეგობრები მეზარება.
-კაი მაშინ...ხეტიალი აღმა-დაღმა-დაღმა-აღმა?
-ცივა.
-როდის შეუშლია მაგას ხელი?
-დავბერდი და ძვლები მტეხს.ხო და კიდევ:აპარატი ვეღარ მხიბლავს.ისიც დამიბერდა და ფერები გაიხუნა.
-რა გინდა?
-მინდა, ვიცოდე, რა მინდა.
-რისთვის?
-როგორც კი მეცოდინება, რა მინდა, ზუსტად ვიცი, რომ მექნება ის, რაც მინდა. მთავარია , მივხვდე
-ეუჰ,,,ჩამოყალიბდი რა! პატარა ხო არ ხარ