Sunday, June 26, 2011

18/11-1998

გუშინ მივდიოდი ქუჩაში და ვმღეროდი ,,ჩემი დაბადების დღეა დღეს". გული მეფხანებოდა, რომ რომის ერთ-ერთი იმპერატორი და გალაკტიონი ჩემი დღის აღმნიშვნელები იყვნენ. დღე დიახაც აღსანიშნავი იყო. თუმცა არა ჩემი დაბადების გამო, უბრალოდ, დედამიწამ მეტეორების წვიმა გაიჭყაპუნა.

მიდიოდი ქუჩაში და არ მინდოდა სახლში მისვლა. გარეთ იყო სივრცე, ღრუბლიანი ცა და საწვიმრად გამზადებული რუხი ღრუბლები. კიდევ იყო სიბნელე და სიბნელეში ამოჩრილი სინათლეები და შენ გინდოდა ეს ყველაფერი გეჩუქებინა ... საკუთარი თავისათვის. ეს ხომ იყო დაბადების დღე.


საკუთარ დაბადების დღეზე ერთი საათი დაგვიანება, შემოგებებული happy birthday , მაგიდასთან მსხდომი მეგობრები, გადაბრუნებული ყავის ჭიქები, მურაბის ქილა და ლამპა ....