Monday, April 4, 2011

21-ს

მაშასადამე, დღევანდელი დღე ჯერ კიდევ იწოდება 4 აპრილად და კიდევ ერთი საათი აქვს დრო, იოთხაპრილოს.
დღევანდელი დილა ზუსტად ისეთი დაბურული, მოღუშული და ცრიატი იყო მე რომ მიყვარს...
არა,,,რაა...:(
ვერ მოდიან აზრები კლავიატურაზე, ჩემს ემოციებს პასტის ფხაკუნი ხიბლავთ და გადაშლილი ფურცლის შარი-შური ასაზრდოებთ ...
სათვალე ცხვირის კეხს მოახტა და სურს სასიზმრეთში ქროლვა-ჭენებით იჯეროს გული, სული ( თუ გააჩნია, ოღონდ) და ორთავ ყურნი.
არადა, რა მშვენიერი ღამეა: ქუჩები ღამის ლამპიონებს ირეკლავენ, მეზობლის თეთრეულზე გადაფენილი ცელოფნის პარკი წვიმის წვეთუკებს აკაწკაწებს და შენ კი შენს ამოსუნთქულ ჰაერს თვანათლივ უმზერ, მაგრამ მაინც იმეორებ, რომ გაზაფხული დადგა და ულამაზესად აყვავდა და აყვავილდა ნუში...


ბალახი როგორ მწვანეა, იცი? უხასხასესი და უმწვანესი...