Sunday, March 20, 2011

1998.19 სექტემბერი

მე რად მინდა ბუმბული? ოოოვ რაანინააა ...
დამძიმებული ქუთუთო,
ხელში ჩაჭერილი საწერ-კალამი,
დაბინდული გონება,
მუზები სადღაც შორს, მთების ძირს,
ბღავილამდე დაქოქილი მელოდია,
დადნობამდე მისული მზე,
შინდისფრად მოლაპლაპე სემი,
რქოსანი ტროლეიბუსი,
გადახურებული მგზავრობის კანდიდატები,
ბინძური და ,,იამკებიანი'' ქუჩა თავისი აღმართებითა და დაღმართებით
და ძალიან სულელური ცხოვრება...
და ამ დროს ვიღაც მოდის და მღერის It's a beautiful life, oooo,, ooo,, oo ,o
It's a beautiful life ...
გიჟი არ არის?