Tuesday, December 28, 2010

1998 წლის 1 მარტი

ბევრმა წყალმა ჩაიარა, კიდევ ბევრი ჩაივლის, ბევრმა ქარმა ჩაიქროლა და კიდევ ბევრი ჩაიქროლებს. ცხოვრება გრძელდებოდა, გრძელდება და კვლავაც გაგრძელდება...

1998 წლის 1 მარტი
დახეთქილი, დაგლეჯილი, დამსკდარი და კიდევ ვინ იცის როგორი გაუბედურებული სულ ნორჩი ნერვები. ყველაფერზე გაღიზიანება, დაბღვერა, არც ერთი სიცილი, სადღაც გამომკრთალი ღიმილი.
დილით შუქი მოვიდა. ამინდის ტენდენციები სითბოსკენ იყვნენ გადახრილი. კარგია, მზე ამოვა და დათბება. ტროლეიბუსის გაჩერება და მოხრიგინებული საცოდაობა სახელად ტროლეიბუსი. საცოდავი ადამიანები, ძველი ტანსაცმელი, ძველი ფეხსაცმელი, უფასო მგზავრობის ბილეთები, ხელში არაფერი, მომავალში უფრო არაფერი, უმზეო და ბნელეთი ... არიხინდა ტროლეიბუსი, ამოიქშინა, ,,დაიქოქე შენი" ... ამაოდ, შუქი გაითიშა.